2018/19 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად "ატალანტას" თავკაცი ჯან პიერო გასპერინი დასახელდა.
61 წლის სპეციალისტს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მან მოახერხა და "ატალანტას" ჩემპიონატში მესამე ადგილი დააკავებინა, ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და კოპა იტალიის ფინალშიც გავიდა.
"ატალანტადან" წლის სიმბოლურ გუნდში ორი ფეხბურთელიც მოხვდა: დუვანზაპატა და ხოსიპილიჩიჩი.
ამჟამად გუნდი ჩემპიონატში 25 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.