Belive

გასაოცარი კონტრაქტი, რომელსაც რეალი ლევანდოვსკის 2013 წელს სთავაზობდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2014 წელს, რობერტ ლევანდოვსკის დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა, რის მერეც ის "მიუნხენის "ბაიერნმა" დაიმატა, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო. 2013 წლის აპრილში, პოლონელმა თავდამსხმელმა მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პოკერი შეუსრულა და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა, სადაც სწორედ მომავალ კლუბთან დამარცხდა. ამ დღის შემდეგ, სხვა ევროპული გრანდების მსგავსად, "ბლანკოსებსაც" ლევანდოვსკის მიმართ ინტერესი გაეზარდათ და მის გადაბირებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყეს. 7 წლის შემდეგ ირკვევა, რომ "სამეფო კლუბი" იმ დროისთვის 24 წლის ფეხბურთელს არნახულ კონტრაქტს სთავაზობდა. ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო გოლეადორს 7-წლიან კონტრაქტს უფორმებდა, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 9.6 მილიონ ევროს მიიღებდა, ბონსების სახით კი, მიმდინარე წლის იანვრამდე 10.96 მილიონს გამოიმუშავებდა.

  რთულია იმის თქმა თუ რატომ არ მოხიბლა ლევანდოვსკი ესპანელების ასეთმა წინადადებამ, გერმანიაში დარჩენის შემდეგ კი მან "რეკორდმასისტერისთვის" 285 მატჩში 242 გოლი გაიტანა, 6-ჯერ ბუნდესლიგა, სამ-სამჯერ გერმანიის თასი და სუპერთასი მოიგო, 4-ჯერ კი საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა.

სხვა სტატიები