ესპანეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის შემდეგ, რაულ ბრავო და კარლოს არანგო მორიგ უსიამოვნებაში აღმოჩნდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რაულ ბრავო და კარლოს არანგო საფეხბურთო კლუბ "უესკას" პრეზიდენტს 100.000 ევროს სძალავდნენ. წყაროს მტკიცებით, ბრავომ და არანგომ აგუსტინ ლასაოსას მუქარის შემცველი მესიჯი გაუგზავნეს, რომლითაც 100.000 ევროს სთხოვდნენ.
El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ლა ლიგის უკანასკნელი ტურის შეხვედრა, რომელშიც "ვალიადოლიდი" "ვალენსიას" დაუპირისპირდა გარიგებული იყო - გარიგების ერთ-ერთი მთავარი პირები კი სწორედ რაულ ბრავო და კარლოს არანგო იყვნენ.