Belive

გარი ნევილმა დე ბრუინი ჯერარდსა და ბექჰემს შეადარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო ექსპერტი, გარი ნევილი საინტერესო განცხადებას ავრცელებს. ნევილმა "მანჩესტერ სიტის" ლიდერი, კევინ დე ბრუინი ლეგენდარულ ფეხბურთელებს, დევიდ ბექჰემსა და სტივენ ჯერარდს შეადარა.
"ბექჰემი და ჯერარდი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამწოდებლები, მეპასეები არიან. კევინ დე ბრუინი მათ დონეს ნელ-ნელა უახლოვდება. ის დიდებული ფეხბურთელია" - განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი "მანჩესტერ სიტიში" 2015 წლიდან თამაშობს. პრემიერ ლიგაში 49 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

სხვა სტატიები