Belive

"განახლებული კამპ ნოუ მთავარი მოტივაციაა" - მესი ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8 ოქროს ბურთის მფლობელს, ლიონელ მესის სურს, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულებამდე "ბარსელონაში" დაბრუნდეს.

მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის სურვილია, რომ განახლებულ "კამპ ნოუზე" ითამაშოს. ამავე დროს, იწერება ისიც, რომ არგენტინელი განიცდის იმ ფაქტს, რომ მას "ბარსას" დატოვება მოუწია და გეგმავს საყვარელ გუნდში დაბრუნდეს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციას საფეხბურთო ჟურნალისტი, ალექს კანდალი ავრცელებს, რომელმაც ივარაუდა, რომ მესი "ინტერ მაიამიში" გადაბარგდებოდა.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის კონტრაქტი "ინტერ მაიამისთან" 2025 წლის დეკემბრამდე მოქმედებს, ხელშეკრულებაში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პუნქტიც არის გათვალისწინებული.

სხვა სტატიები