გალათასარაიმ მიქაუტაძისთვის ახალი შეთავაზება გაამზადა
თურქული გუნდი "გალათასარაი" გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე კვლავ აქტიურად მუშაობს და დანებებას არ აპირებს, ბოლო 24 საათში "გალათასარაიმ" 2-ჯერ გაზარდა შეთავაზება. "ლიონმა" 21 მილიონიანი შეთავაზება მალევე დაბლოკა, მაგრამ უახლესი ცნობებით თურქული გუნდი მზადაა, 23 მილიონი ევროს გადასახდელადაც.
Milliyet-ს ცნობით სატრანსფერო თანხა 20 მილიონი ევრო იქნება, ხოლო 3 მილიონს ფრანგული გუნდი ბონუსების სახით მიიღებს. "ლიონი" გიორგი მიქაუტაძის დათმობას ჯერჯერობით არ აპირებს, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
💥Galatasaray, Georges Mikautadze için Lyon'a 23M€ teklif edecek. [Milliyet] pic.twitter.com/Sfv1av5SfT
— Webaslan (@webaslan) January 6, 2025
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ ინგლისური "ევერტონი" და გერმანული "ლევერკუზენი"
ქართველ ფორვარდს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის 22 შეხვედრაში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.