Belive

გაიოზ დარსაძემ ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციიდან შემოთავაზება მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა სპეციალისტმა, გაიოზ დარსაძემ ინდოეთის ფეხბურთის ფედერაციიდან შემოთავაზება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარსაძეს შემოთავაზება ინდოეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჰქონდა, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ არა მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ, არამედ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორობას. შეგახსენებთ, რომ 54 წლის გაიოზ დარსაძე 2005-2006 წლებში  საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდა. მისი თავკაცობით, ნაკრებმა 6 მატჩი ჩაატარა. ოფიციალური მატჩებიდან დარსაძის ნაკრებმა მხოლოდ 1 თამაში მოიგო, სტუმრად ყაზახეთთან. გაიოზ დარსაძემ შემოთავაზება მხოლოდ ინდოეთიდან არ ჰქონია. მას სამსახურს თბილისის "ლოკომოტივის" აკადემიაშიც სთავაზობდნენ.

სხვა სტატიები