გაბრიელ სიგუამ მიმდინარე სეზონში 2 ტიტული მოიგო
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველმა ფეხბურთელმა, გაბრიელ სიგუამ ბაზელთან ერთად მიმდინარე სეზონში 2 ტიტული მოიგო. 19 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის თასის გამარჯვებული გახდა, მისმა გუნდმა ბიელი 1:4 დაამარცხა და მე-14 ჩემპიონობა იზეიმა.
ასევე, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბაზელი ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ეს ტიტული კი მათთვის 21-ე იყო. ამრიგად გაბრიელ სიგუას ბაზელთან ერთად შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
🤩🏆 #FCBasel1893 #AlliZämme #BrennefürdrFCB #rotblaulive pic.twitter.com/1WDdNzQmvM
— FC Basel 1893 (@FCBasel1893) June 1, 2025