Belive

ფროზინონეს დამაჯერებელი გამარჯვება - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი კვერნაძემ?!

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფროზინონე იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში პარმას დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძელი გუნდის ქართველმა ლეგიონერმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 74 წუთი გაატარა.

გიორგი კვერნაძემ საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმა განახორციელა და 3 წარმატებული დრიბლინგიც შეასრულა, მაგრამ ამჯერად მოედანი საგოლე კონტრიბუციის გარეშე დატოვა. სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა კვერნაძის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.7

  • Sofascore: 6.9

  • Whoscored: 7.3

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძემ 3 გოლი გაიტანა და თანაგუნდელები 4 საგოლე გადაცემით მოამარაგა. ფროზინონე მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს, ინტერის წინააღმდეგ გამართავს.