Belive

ფროზინონემ მოდენა დაამარცხა | გიორგი კვერნაძემ ასისტი შეასრულა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია B-ს 35-ე ტურის შეხვედრაში ფროზინონემ მოდენა სტუმრად 1:2 დაამარცხა. პირველი გოლი მოდენას ნახევარმცველმა იანის მასოლინიმ 41-ე წუთზე გაიტანა, ფროზინონეს მხრიდან კი დუბლი შეასრულა ფარეს გეჯემისმა, პირველი გოლი ალჟირელმა ფორვარდმა გიორგი კვერნაძის საგოლე გადაცემის შემდეგ 52-ე წუთზე გაიტანა, მე-60 წუთზე კი საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

გიორგი კვერნაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ქართველმა 5 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 33-ჯერ შეეხო, 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, 18 გადაცემიდან 13 ზუსტად შეასრულა (72%), თითო-თითოჯერ კარში და კარისკენ დაარტყა და როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

გიორგი კვერნაძის შეფასება:

  • Sofascore - 6.8

  • Flashscore - 7.5

ფროზინონე სერია B-ს ცხრილში 72 ქულით მე-2 ადგილზეა (20 მოგება, 12 ფრე, 3 მარცხი), ასევე 72 ქულა აქვს მესამეადგილოსან მონცას. ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერ ვენეციას კი 75 ქულა უფიქსირდება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 25 აპრილს კარარეზეს წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს.