ფლიკი: ,,გვინდა, რომ ლიგაზე პირველი 3 ქულა მოვიპოვოთ''
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა, განაცხადა, რომ ,,იანგ ბოიზთან'' შეხვედრაში მისი გუნდის მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება:
,,ვნახეთ, რომ იანგ ბოიზს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერები არიან. საუკეთესო შემადგენლობით ვითამაშებთ, მაგრამ არ უნდა მოვეშვათ. გვინდა, რომ ლიგაზე პირველი 3 ქულა მოვიპოვოთ.
მონაკოსთან მარცხი უნდა დავივიწყოთ, 10 წუთში ყველაფერი შეიცვალა. ხვალინდელი მატჩი სახლში გვაქვს, რაც განსხვავებულია.
თუ ისეთ შეცდომებს დავუშვებთ, როგორც ეს ოსასუნასთან მოხდა, დაცვა რთული იქნება. როცა მეტოქე კონტრშეტევებზე კარგად თამაშობს, შეცდომები მაქსიმალურად უნდა შეამცირო.'' - ჰანსი ფლიკი
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, კატალონიის ,,ბარსელონა'' ,,იანგ ბოიზს'' უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ, ორივე გუნდი უქულოდაა.