Belive

ფილიპო ბერარდიმ სან მარინოს ნაკრების ბომბარდირებს შორის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამხანაგურ შეხვედრაში სან მარინოს ნაკრებმა, რომელსაც ზუსტად 20 წელია არ მოუგია, სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრებს უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში სან მარინოელთა თავდამსხმელმა, ფილიპო ბერარდიმ გახსნა, რომელსაც ეროვნულ გუნდში 3 გოლი დაუგროვდა. შედეგად, 26 წლის ფეხბურთელმა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა სან მარინოს ნაკრების ისტორიაში ბერარდიზე მეტი გოლი მხოლოდ ანდი სელვას (8) აქვს გატანილი.

სელვას (სან მარინომ ბოლო მატჩი სწორედ მისი გოლით მოიგო, 2004 წელს ლიხტენშტაინთან) რეკორდის დასამყარებლად 73 მატჩი დასჭირდა, ბერარდის ანგარიშზე კი ჯერჯერობით მხოლოდ 27 შეხვედრაა,

სან მარინო მომავალ მატჩს 24 მარტს, კვლავ სენტ-კიტსის და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

  • სან მარინოს ნაკრებმა გოლი ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა - გუშინდელ შეხვედრამდე, რობერტო ჩევოლის გუნდმა დანიის, ყაზახეთისა და ფინეთის ნაკრებების კარის აღება შეძლო.