ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი წარადგინა
TRIONDA - ასე ჰქვია ბურთს, რომლითაც 2026 წელს, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ.
დიზაინში მასპინძელი ქვეყნების პატივსაცემად 3 ფერი - წითელი, მწვანე და ცისფერია გამოყენებული. სიტყვა TRIONDA ესპანურიდან ითარგმნება როგორც ,,3 ტალღა''.
,,მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ბურთი აქ არის და ის საოცარია! TRIONDA-ს წარდგენით მოხარული და ამაყი ვარ! ადიდასმა შექმნა მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ლეგენდარული ბურთი, რომლის დიზაინიც მასპინძელი ქვეყნების - აშშ-ს, კანადისა და მექსიკის ერთიანობასა და ვნებას განასახიერებს. - ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო
ბურთზე სამივე მასპინძელი ქვეყნის მთავარი სიმბოლოებიცაა ასახაული - ნეკერჩხლის ფოთოლი (კანადა), ვარსკვლავი (აშშ) და არწივი (მექსიკა).
TRIONDA აღჭურვილია 500-ჰერციანი მოძრაობის სენსორით, რომელიც ბურთს მოძრაობას აკვირდება. ეს ტექნოლოგია ვიდეოასისტენტებს ზუსტ ინფორმაციას რეალურ დროში უგზავნის, რაც მსაჯებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში ეხმარება, მათ შორის საუბარია თამაშგარეებზეც.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.