Belive

FIFA-ს მოთამაშეებმა დაღუპულ მეგობარს ვირტუალური წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტუნისურმა FIFA 20 Pro Clubs-ის წევრებმა გარდაცვლილი მეგობრის, ვაელ ლააბიდის ხსოვნას პატივი ორიგინალური გზით მიაგეს. ორივე გუნდის მოთამაშეებმა, ფეხბურთელები ვირტუალური მოედნის წრეში განალაგეს და წუთიერი დუმილის იმიტაცია შექმნეს. Pro Clubs წარმოადგენს FIFA 20-ის ერთ-ერთი სათამაშო ფუნქციონალს, სადაც მოთამაშეს ვირტუალური მოთამაშის შექმნა შეუძლია. თამაშში 22 მოთამაშე ერთვება და თითოეული მათგანი 1 ფეხბურთელს მართავს, რომელსაც მოედანზე კონკრეტული პოზიცია აქვს მინიჭებული. FIFA 20-ის მოთამაშეების ორიგინალურ საქციელს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტოს, რომელიც Twitter-ზე FIFA Pro-ს მოთამაშემ, ZwebackHD-იმ ატვირთა, 14,000 მოწონება და 2,000-მდე გაზიარება აქვს.

სხვა სტატიები