2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრებს სარეიტინგო ცვლილებები არ შეხებია, ნაკრები 1242 ქულით ისევ 96-ე ადგილზეა.
განახლებულ რეიტინგში, ეგვიპტის ნაკრები 20 პოზიციით უკან, 45-დან 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, პირველიდან მე-15 ადგილზე დაქვეითდა. განახლებული სარეიტინგო სიის ლიდერი - ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები გახდა.
კლასიფიკაციის განახლებული ვერსია 20 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველი მატჩების შემდეგ გამოქვეყნდება.
FIFA-ს ახალი რეიტინგის TOP 10 ასე გამოიყურება -
1. საფრანგეთი – 1 726
2. ბელგია – 1 723
3. ბრაზილია – 1 657
4. ხორვატია – 1 643
5. ურუგვაი – 1 627
6. ინგლისი – 1 615
7. პორტუგალია- 1 599
8. შვეიცარია – 1 597
9. ესპანეთი – 1 580
10. დანია – 1 580
საქართველოს ნაკრების მეტოქეების რეიტინგი ერთალიგის ჯგუფში:
1. ანდორა - 130
2. ყაზახეთი -116
3. ლატვია - 129