ფერან ტორესმა ბარსელონას აცნობა, რომ პსჟ-ში თამაში სურს
ფერან ტორესმა ბარსელონას აცნობა, რომ ამ ზაფხულს, პარი სენ-ჟერმენში გადასვლა სურს. ESPN-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა, პარიზულ კლუბთან, კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ტორესს, ბარსელონასთან კონტრაქტის ამოწურვამდე, ერთი წელი აშორებს. ეს კი, კატალონიურ კლუბს იძულებულს ხდის, ფეხბურთელთან დაკავშირებით, ზომები მალე მიიღოს.
კატალონიელთათვის, ესპანელ შემტევთან დაკავშირებით, გარიგების ფინანსური დეტალები კვლავ პრიორიტეტად რჩება. "Transfermarkt" - ის მიხედვით, ამ ეტაპზე, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 55 მილიონი ევროა.
ტორესის წასვლის შემთხვევაში, ბარსელონას მოუწევს, ახალი თავმდამსხმელის ძიების პროცესი დააჩქაროს. მას შემდეგ, რაც რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბი დატოვა, ჰანსი ფლიკი შეტევითი ხაზის გაძლიერებაზე გადაერთო. ამ ეტაპზე, კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია, მაგრამ რადგან მადრიდის ატლეტიკო არგენტინელი შემტევის გაყიდვის ყოველგარ შანსს გამორიცხავს, ბარსელონა იძულებული ხდება, სხვა ვარიანტებიც ეძებოს.
🚨🔴🔵 BREAKING: Paris Saint-Germain have agreed all terms with Ferran Torres.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 8, 2026
Ferran informed Barcelona about his desire to join PSG project, as @marca @jijantesfc reported.
Negotiations now starting between clubs over transfer fee. Barça, not forcing Ferran to stay. pic.twitter.com/ji8632SM6K