Belive

ფენერბაჰჩემ თურქული ფეხბურთის რეკორდი მოხსნა - ყველაზე მეტი გოლი სეზონში

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქულმა გრანდმა "ფენერბაჰჩემ" თურქეთის ფეხბურთის ისტორია დაწერა - კერძოდ, ისინი გახდნენ თურქეთის ფეხბურთის ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც 1 სეზონში 128 გოლის გატანა შეძლო.

აქამდე საუკეთესო შედეგი "გალათასარაის" ანგარიშზე იყო, მათ 1999/2000 წლების სეზონში 126 გოლის გატანა შეძლეს.

"ფენერბაჰჩე" მიმდინარე სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებული 31 ტურის შემდეგ მეორე პოზიციას იკავებს და პირველადგილოსან "გალათასარაის" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მათ მიმდინარე სეზონში, თურქეთის სუპერ ლიგაში 83 გოლი აქვთ გატანილი, მათ შემდეგ ყველაზე მეტი გოლი კი "გალათასარაის" ანგარიშზეა - 69.

გარდა ამისა, თურქული გრანდი კონფერენს ლიგის 1/4-ფინალშია. მათ ჯგუფურ ეტაპზე 13 გოლის გატანა შეძლეს, თასზე ასპარეზობას კი 1/2-ფინალში უგოლოდ გამოეთიშნენ, იქამდე კი თასზე 8 გოლის გატანა შეძლეს.

სხვა სტატიები