Belive

ფენერბაჰჩემ გალათასარაისთან სუპერ თასის ფინალი ჩაშალა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის სუპერთასის ფინალში, "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელები "გალათასარაის" წინააღმდეგ სათამაშოდ მოედანზე სულ რაღაც ერთი წუთით გაჩერდნენ და შემდეგ გასახდელისკენ წავიდნენ. ეს ნაბიჯი ფენერბაჰჩეს პროტესტის ნაწილი იყო, კლუბმა გალათასარაისთან ქალაქ შანლიურფაში სათამაშოდ 19-წლამდელთა გუნდი გაუშვა.

მაურო იკარდიმ ანგარიში 50-ე წამზე გახსნა, ამის შემდეგ ფენერის 19-წლამდელებმა თამაში შეწყვიტეს და გალას 3:0 მოგება ავტომატურად ჩაეთვალა.

მატჩის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფენერბაჰჩე თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გეგმავდა გუნდის გამოყვანას, რომელიც მთლიანად ახალგაზრდებისგან შედგებოდა. GOAL Turkey-ის ცნობით, მათ ითხოვეს მატჩის გადადება, რადგან ხუთშაბათს კონფერენც ლიგის მეოთხედფინალში "ოლიმპიაკოსს" ხვდებიან. მეორე მოთხოვნა ფინალზე უცხოელი მსაჯების დანიშვნა იყო, თუმცა ორივე მოთხოვნა თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ უარყო.

ფენერბაჰჩე ასევე უკმაყოფილო იყო იმ სანქციების გამოც, რომელიც გასულ თვეს "ტრაბზონსპორთან" მატჩში, ფენერბაჰჩეს ფეხბურთელებისა და ტრაბზონის ფანებს შორის ჩხუბს მოჰყვა.

სხვა სტატიები