Belive

ფეხბურთელმა კისერი მოიტეხა, შემთხვევამ შესაძლოა მისი პარალიზება გამოიწვიოს | VIDEO

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოგოელმა ფეხბურთელმა სამუელ ასამოამ, ჩინეთის მეორე დივიზიონში მატჩის მიმდინარეობისას კისერი მოიტეხა. კლუბ გუანქსი პინგგუოს 31 წლის ნახევარმცველი მეტოქე ფეხბურთელის ხელის კვრის შემდეგ სარეკლამო ბანერს შეეჯახა და როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამ შემთხვევამ შესაძლოა მისი პარალიზება გამოიწვიოს.

უფრო ზუსტად ჩინეთის გუნდში აცხადებენ, რომ კისრის მრავლობითი მოტეხილობისა და ნერვების ფართო დაზიანების შემდეგ მაღალი დონის პარაპლეგიის განვითარების მაღალი რისკი არსებობს, რაც ადამიანს ქვედა ტანის მოძრაობაში ხელს უშლის.

კლუბმა დაადასტურა, რომ ასამოას ოპერაცია ჩაუტარდა და სტაბილურ მდგომარეობაშია.

მოწინააღმდეგე ფეხბურთელი კი, რომელიც ასამოას წინააღმდეგ დაჯარიმდა ყვითელი ბარათით დაისაჯა.