Belive

"ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ" - ფრენკ ლამპარდი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგაში ახლად აღზევებული ქოვენთრი სეზონს ძალიან ცუდად იწყებს, ფრენკ ლამპარდის გუნდს 4-დან 4 მარცხი აქვს. მათ ამ დროის განმავლობაში უკვე 10 გოლი გაუშვეს და არცერთი გაუტანიათ. ასეთი რამ ბოლოს 107 წლის წინ დაფიქსირდა, უფრო ზუსტად კი 1919/20 წლების სეზონში, როდესაც ქოვენთრი ლიგაში პირველად ასპარეზობდა.

ასევე, BBC-ის მონაცემებით, ქოვენთრი ინგლისის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში მხოლოდ მეხუთე კლუბი გახდა, რომელმაც სეზონის საწყისი ოთხივე მატჩი ისე წააგო, რომ გოლიც კი არ გაუტანია; მანამდე ასეთი რამ გადახდათ დერბის (1899-1900), სტოკს (1906-1907), პრესტონს (1924-1925) და კრისტალ პალასს (2017-2018).

ბრაიტონთან გამანადგურებელი ანგარიშის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა მედიასთან ისაუბრა:

ასეთი ანგარიშის მიღება რთულია, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. იყო კარგი მომენტებიც, თუმცა შემდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან, ძალიან გართულდა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენი ფეხბურთელებისთვის პრემიერ ლიგის წნეხი სიახლეა და იმედია გოლების გატანას დავიწყებთ, არადა გასულ სეზონში გუნდმა ბევრი გოლი გაიტანა და ვფიქრობ სიტუაცია გამოსწორდება, თუმცა მუშაობა არ უნდა შევწყვიტოთ. ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. - ფრენკ ლამპარდი - ქოვენთრის მთავარი მწვრთნელი

ქოვენთრის პირველი ოთხი პრემიერ ლიგური მატჩი ასე გამოიყურება:

  • არსენალი 3:0 ქოვენთრი

  • ქოვენთრი 0:1 ჰალი

  • მანჩესტერ სიტი 1:0 ქოვენთრი

  • ქოვენთრი 0:5 ბრაიტონი