ფედერიკო კიეზა ცოტათი გვიან, მაგრამ ლივერპულთან ერთად მედლის მფლობელი გახდა
ოფიციალურად, "ლივერპულის" იტალიელი შემტევი, ფედერიკო კიეზა პრემიერ ლიგის გამარჯვებულია. რა თქმა უნდა არავისთვისაა გასაკვირი ის, რომ მერსისაიდულმა კლუბმა წინა, 34-ე ტურში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩში ჩემპიონობა ნაადრევად იზეიმა (5:1), მაგრამ კიეზამ საჩემპიონო მედალი ცოტათი გვიან, 35-ე ტურში "ჩელსისთან" ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მიიღო.
მდგომარეობა ასეთია, არნე სლოტმა ფედერიკო კიეზა, გუნდის განაცხადში "ჩელსის" წინააღმდეგ სწორედ იმიტომ შეიყვანა, რომ როგორც სხვები, ასევე თავად იტალიელიც გამხდარიყო მედლის მფლობელი. 27 წლის ფეხბურთელი შეხვედრაში 82-ე წუთზე ჩაერთო, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მე-5 პრემიერლიგური მატჩი იყო, ჩემპიონატის წესების მიხედვით ფეხბურთელმა მინიმუმ 5 შეხვედრაში უნდა მიიღო მონაწილეობა, რომ მედლის მფლობელი გახდეს.
Federico Chiesa 𝐰𝐢𝐥𝐥 get a Premier League winners medal after making his fifth appearance of the season 🥇 pic.twitter.com/6okegjIorV
— B/R Football (@brfootball) May 4, 2025
ფედერიკო კიეზა "ლივერპულში" "იუვეტუსიდან" მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა, ყველა ტურნირის ეგიდით მან მერსისაიდული გუნდის მაისური 13-ჯერ მოირგო, 5-ჯერ პრემიერ ლიგაში, 3-3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და ინგლისის ლიგის თასზე, ხოლო 2-ჯერ ითამაშა FA თასზე.