"ფედერიკო კიეზა ჩვენი გეგმების ნაწილი არ არის" - ტიაგო მოტა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ, სერია A-ს გახსნითი მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც სხვა თემებთან ერთად ფედერიკო კიეზას საკითხსაც შეეხო:
არაფერი შეცვლილა, ის ჩვენი გეგმების ნაწილი არ არის. მე მას ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე. ვფიქრობ ეს ადასტურებს ჩემს პატივისცემას ჩემი მოთამაშეებისადმი. გამჭვირვალობა, სიცხადე - ეს მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე თუ სკამზე იქნება მზადაა გუნდის დასახმარებლად. - განაცხადა მოტამ
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ფაბრიციო რომანოს თანახმად მსურველ კლუბს კიეზას შეძენა 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება.
ფედერიკოს "იუვეს" მაისურით ჩატარებულ 131 მატჩში 32 გოლი და 23 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
რაც შეეხება ტურინულ კლუბს, მოტას გუნდი პირველ მატჩს ორშაბათს, 22:45 საათზე, სესკ ფაბრეგასის "კომოს" წინააღმდეგ გამართავს.