ფანებისთვის კამპ ნოუ გახსნეს, თუმცა მილიარდიანი პროექტი ჯერ არ დასრულებულა
ლეგენდარული სტადიონი, ბარსელონას 'კამპ ნოუ', 895 დღის შემდეგ, გულშემატკივრებისთვის ხელახლა გაიხსნა, თუმცა 1.3 მილიარდის ღირებულების რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
პარასკევს, ბარსელონამ, ნოუ კამზე პირველი ღია ვარჯიში გამართა და 23 000 გულშემატკივარი მიიწვია. ფანებს საშუალება მიეცათ, წინასწარ ენახათ, თუ როგორი გამოდის ევროპაში ყველაზე დიდი სტადიონის განახლების პროცესი.
პროექტი რამდენჯერმე შეფერხდა, მაგალითისთვის, კლუბის ოფიციალური დაბრუნება 2024 წელს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ კიდევ ორი თარიღი ჩაინიშნა, თუმცა პირობა ამ შემთხვევაშიც არ შესრულდა.
ესპანურ გიგანტს საკუთარ სტადიონზე 2023 წლიდან არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია და ახლომდებარე ოლიმპიურ სტადიონზე თამაშობდა (მონჟუიკი). ამჟამად ბარსას მხოლოდ 25 991 ადამიანის ტევადობის ლიცენზია აქვს, რომელიც ოქტომბერში გაიცა, მაგრამ განაცხადეს, რომ ოფიციალურ დაბრუნებამდე მეტ გულშემატკივარს მიიღებენ.
მათი დაბრუნების ზუსტი თარიღი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გასცემს ადგილობრივი საბჭო 45 401 მაყურებლის ტევადობის მატჩების ჩატარების ნებართვას.
კამპ ნოუ კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს ევროპაში უდიდესი არენის სტატუსს - 105 000 გულშემატკივარს შეეძლება ბარსელონას თამაშებს დაესწროს.
Barça held an open training session at Camp Nou 🏟️ pic.twitter.com/bNObFr73yS
— B/R Football (@brfootball) November 7, 2025