Belive

F*ck off! - ბერბატოვმა სიტის შეურაცხყოფა მიაყენა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2008 წელს, სერ ალექს ფერგიუსონის დავალებით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დიმიტარ ბერბატოვი „ტოტენჰემისგან“ შეიძინა. ბულგარელი თავდამსხმელის განცხადებით, იმ პერიოდში მისი შეძენით „სიტიც“ ინტერესდებოდა, თუმცა ბერბატოვმა „ქალაქელები“ ცივი უარით გაისტუმრა. ბერბატოვი „იუნაიტედმა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძინა და მასში £30 მილიონი ($38 მლნ.) გადაიხადა. ბერბატოვის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ კი „სიტის“ მესვეურებმა „რეალიდან“ რობინიო შეიძინეს. ბერბატოვმა მისი ტრანფერის დეტალები FourFourTwo-სთან საუბრისას გაიხსენა: „ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ „სიტის“ ჩემი შეძენა უნდოდა. მე ვუპასუხე: F*ck Off! - არცერთი გუნდის გაგონება არ მსურდა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ სათამაშოდ მივდიოდი“, იხსენებს ბერბატოვი. “ფული ყოველთვის მთავარი არაა, ყოველთვის მსურდა, საფეხბურთო მწვერვალზე ავსულიყავი და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე აღმოსავლეთ ევროპაში, ბულგარეთის პატარა ქალაქში ვარ დაბადებული“, აღნიშნა მან. ბულგარელმა ფორვარდმა „იუნაიტედში“ თამაშისას პრემიერლიგის 2 ტიტული, ინგლისის ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ამ პერიოდში ბურთის გამორჩეულად ფლობის უნარის მქონე ბერბატოვმა 56 გოლი გაიტანა და 2012 წელს სათამაშოდ „ფულჰემში“ გადავიდა.

სხვა სტატიები