Belive

ევროპის ლიგა: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24-25 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასული გუნდებიც ცნობილი გახდა. 16 საუკეთესო გუნდს შორის ადგილი სამმა ინგლისურმა, ორმა იტალიურმა, ორმა ესპანურმა, ორმა უკრაინულმა და თითო-თითო ნორვეგიულმა, ნიდერლანდურმა, შოტლანდიურმა, შვეიცარიულმა, ხორვატულმა, ბერძნულმა და ჩეხურმა კლუბმა მოიპოვა. ევროპის ლიგის 2020/21 წლების სეზონის მერვედფინალში შემდეგი გუნდები ითამაშებენ:
  • ლონდონის "ტოტენჰემი"
  • ამსტერდამის "აიაქსი"
  • ლონდონის "არსენალი"
  • "მიოლდე"
  • "გრანადა"
  • "რეინჯერსი"
  • დონეცკის "შახტარი"
  • "ვილიარეალი"
  • "მილანი"
  • "რომა"
  • "იანგ ბოიზი"
  • კიევის "დინამო"
  • პრაღის "სლავია"
  • ზაგრების "დინამო"
  • "მანჩესტერ იუნაიტედი"
  • "ოლიმპიაკოსი"
ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა 26 თებერვალს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება.

სხვა სტატიები