Belive

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება გაიზარდა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21-წელამდელთა ნაკრები უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე წარმატებულად გამოვიდა და ისტორიაში პირველად მეოთხედფინალურ ეტაპამდე მიაღწია.

აღნიშნულ ტურნირს მსოფლიო მედიასა და საფეხბურთო ექსპერტებს შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა ფეხბურთელებმა სხვადასხვა გამოცემების სიმბოლურ გუნდებში ადგილი მოიპოვეს და ევროპული კლუბების ინტერესის სფეროშიც მოხვდნენ.

ამის ფონზე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის გახლავთ, რომ Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების შედეგად, 21-წლამდელთა ნაკრების 9 ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდა. 


კონკრეტულად ქართველი ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო საფასური შემდეგნაირად გაიზარდა:

ზურიკო დავითაშვილი - 2.5-დან 3 მილიონ ევრ​ომდე

​საბა საზონოვი - 2.5-დან 3 მილიონ ევრ​ომდე

​ირაკლი აზაროვი - 1.20-დან 1.5 მილიონ ევრომდე

გიორგი წიტაიშვილი - 600 00-დან 900 000 ევრომდე

ალექსანდრე კალანდაძე - 350 000-დან 600 000 ევრომდე

ივა გელაშვილი - 250 000-დან 500 000 ევრომდე

საბა ხვადაგიანი - 350 000-დან 500 000 ევრომდე

გიორგი გაგუა - 150 000-დან 300 00 ევრომდე

სხვა სტატიები