დღეს ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ასპარეზობს ორი ქართული გუნდი – “ლოკოკოტივი” და “დინამო თბილისი”.
გუშინ გამართული მე-2 რაუნდის წილისყრის შედეგებით გაირკვა, რომ “რკინიგზელები” შინ “დინამო მოსკოვს” დაუპირისპირდებიან, ხოლო “დინამო თბილისი” “კონაჰს” (უელსი) ესტუმრება.
ჩისკო მუნიოსის გუნდის პოტენციური მეტოქეები "კონაჰის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ცნობილია:
კლაკსვიკი (ფარერები)
კლუჟი (რუმინეთი)
დიურგორდენი (შვედეთი) / ეუროპა (გიბრალტარი)
ლინფილდი (ჩრდილოეთ ირლანდია) / ფლორიანა (მალტა)
ფლორა (ესტონეთი) / რეიკიავიკი (ისლანდია)