Belive

ევრა: ,,ჰოლანდის გაფორმების შემდეგ, სიტის მარცხს გამართლება არ ექნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ, ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე, ისაუბრა:

,,ჰოლანდი მონსტრია. ის ფიზიკურ უპირატესობას ოსტატურად იყენებს და კარის წინ ძალიან საშიშია. ერლინგი მისი ზომის ადამიანისთვის ზედმეტად მოქნილი და სწრაფიცაა.

,,მანჩესტერ სიტიმ'' პრემიერლიგა თავდამსხმელის გარეშე მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებაში ამან ხელი შეუშალა. ახლა ,,ქალაქელებს'' დამარცხების შემთხვევაში გასამართლებელი მიზეზი არ აქვთ,'' - განაცხადა ევრამ.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ნორვეგიელმა თავი პრემიერლიგის მე-7 ტურში, ,,ვულვზთან” მოგებულ მატჩშიც, გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ინგლისის ჩემპიონატის პირველ 4 გასვლით თამაშში შეძლო.

სხვა სტატიები