Belive

ესტუდიანტესისა და ბოკას მატჩი შეწყდა | ფეხბურთელს ეპილეფსიური შეტევა დაემართა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის თასის მორიგ შეხვედრაში "ესტუდიანტესი" საკუთარ მოედანზე "ბოკა ხუნიორსს" მასპინძლობდა, თუმცა შეხვედრა მას შემდეგ შეწყდა, რაც ესტუდიანტესის 24 წლის ნახევარმცველს, ხავიერ ალტამირანოს კრუნჩხვითი გულყრა ჰქონდა და მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების მანქანით გახდა საჭირო.

ხავიერ ალტამირანოს კრუნჩხვითი გულყრა ჰქონდა. ის საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც არ აჩვენებს რაიმე აშკარა პათოლოგიურ გამოსახულებებს. მოთამაშის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. - წერია ესტუდიანტესის ოფიციალურ X-ზე
მშვიდად ვართ, რომ ხავიერ ალტამირანო სტაბილურადაა, ბოკა ხუნიორსიდან თბილად ვესალმებით ფეხბურთელს, მის ოჯახსა და ესტუდიანტესის გუნდს, ხავიერს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ - ამხნევებს ფეხბურთელს ბოკა ხუნიორსი

მატჩი, მსაჯების გადაწყვეტილებით, 27-ე წუთზე შეწყდა და მისი გამართვის დრო ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები