Belive

ESPN-მა მსოფლიოს 15 საუკეთესო მცველი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა სპორტულმა არხმა ESPN-მა სეზონი შეაჯამა და 2023-2024 წლების მიხედვით, მსოფლიოს 15 საუკეთესო მცველი დაასახელა. კრიტერიუმებად გამოყენებულია როგორც თითოეული ჩატარებული თამაშის ინდივიდუალური შეფასება, ასევე საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული შედეგები.

მადრიდის "რეალმა" ამ სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ 26 გოლი გაუშვა, 11-ით ნაკლები, ვიდრე ამ შედეგთან მყოფმა უახლოესმა გუნდმა. ეს მეორე საუკეთესო შედეგია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. (2019-2020 წლებში 25 გოლი გაუშვეს). რეალმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ რეიტინგის სათავეში მათი დაცვის ლიდერი, ანტონიო რუდიგერია.

ამ სეზონში არსენალმა პრემიერლიგაში მხოლოდ 29 გოლი გაუშვა (2003-04 ოქროს წლებში გაშვებული 26 გოლის შემდეგ, ამაზე უკეთესი სეზონი არ ჰქონიათ), ამიტომ მეორე ადგილს უილიამ სალიბა იკავებს. წინა სეზონში სალიბას გამოტოვებული თამაშებში არსენალი ქულებს ხშირად კარგავდა, ასე რომ ფრანგი ცენტრალური მცველი შესანიშნავ ფორმაშია და ნაკრების ძირითადის წევრად ითვლება.

სრული სია კი ასეთია:

1. ანტონიო რუდიგერი (მადრიდის რეალი).

2. უილიამ სალიბა (არსენალი).

3. ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული).

4. კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი).

5. მარკინიოსი (პსჟ).

6. ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი).

7. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ).

8. რონალდ არაუხო (ბარსელონა).

9. ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული).

10. ფედერიკო დიმარკო (ინტერი).

11. ალესანდრო ბასტონი (ინტერი).

12. დანიელ კარვახალი (მადრიდის რეალი).

13. მატიას დე ლიხტი (ბაიერნი).

14. ალფონსო დევისი (ბაიერნი).

15. ალეხანდრო გრიმალდო (ბაიერ ლევერკუზენი).

სხვა სტატიები