ესპანური მედია: ზიდანმა რეალის ფეხბურთელებს წასვლის შესახებ შეატყობინა
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, დაკავებული პოსტი დატოვოს. ინფორმაციას Onda Cero ავრცელებს. ესპანური მედიის ცნობით, სპეციალისტმა ფეხბურთელებს ერთი კვირის წინ, ,,სევილიასთან'' მატჩამდე შეატყობინა, რომ მომავალ სეზონში გუნდში მუშაობას აღარ აპირებს. ზიდანს ,,სამეფო კლუბთან'' კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მადრიდულ პრესაში იწერება, რომ ,,რეალი'' უკვე ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს და კანდიდატებს შორის მასიმილიანო ალეგრი და რაულ გონსალესი არიან. ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ზიდანის გუნდი 78 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,ატლეტიკოს'' 2 ქულით ჩამორჩება.
🚨 Zinedine Zidane has told his players that he will LEAVE Real Madrid at the end of the season, Goal can confirm. pic.twitter.com/QcNsCMr8Ld — Goal (@goal) May 15, 2021