ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
დღეს, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა სადაც "ფურია როხამ", "ლე ბლე" 2:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ, მუნდიალის ფინალში გავიდა.
შეხვედრის მე-20 წუთზე, ფრანგთა განაპირა მცველმა, ლუკა დინმა, საკუთარ საჯარიმოში, ლამინ იამალის წინააღმდეგ წესები დაარღვია, რასაც პენალტი მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი კი მიკელ ოიარსაბალმა ზუსტად შეასრულა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა. რეალ სოსიედადის ფორვარდისთვის, ეს მიმდინარე მუნდიალზე, მეხუთე გოლი იყო.
გაშვებული გოლის შემდეგ, ფრანგებისთვის, შეხვედრა ძალიან ცუდად წარიმართა. აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში, უილიამ სალიბამ, ფეხის ტრამვა მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად კი თამაშში მაქსინ ლაკრუა ჩაერთო. პირველ ნახევრის ბოლოს, ესპანელთა კარში სახიფათო მომენტი იქმნებოდა, მაგრამ ადრიან რაბიოს გადაცემის შემდეგ, უნაი სიმონმა დასწრებაზე კარგად ითამაშა და კილიან მბაპეს არ დაარტყმევინა.
შეხვედრის მეორე ტაიმიც "ფურია როხას" უპირატესობით წარიმართა, რასაც 58-ე წუთზე, ფრანგთა კარში, მეორე გოლი მოჰყვა. მისი ავტორი კი მარჯვენა განაპირა მცველი პედრო პორო იყო. ამ გოლის შემდეგ, "ლე ბლეს" ლამინ იამალმაც გაუტანა, მაგრამ მისი გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
საერთო ჯამში, საფრანგეთმა ძალიან სუსტად ითამაშა. ამ მუნდიალზე საუკეთესო შემტევებით დაკომპლექტებულ გუნდს, 90 წუთის განმავლობაში, შეტევაში არაფერი გამოუვიდა, რაც თავის მხრივ, ესპანელთა ბრწყინვალე დაცვით იყო გამოწვეული. შეგახსნებთ, რომ "ფურია როხას" მიმდიანრე მუნდილაზე მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული.
ამ გამარჯვებით, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა, ისტორიაში მეორედ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის საგზური მოიპვა, სადაც მისი მეტოქე, ინგლისსა და არგენტინას შორის გამარჯვებული იქნება. ინგლისისა და არგენტინის მატჩი ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.
💥🇪🇸 SPAIN ELIMINATE FRANCE AND FLY TO WORLD CUP FINAL! 🍿
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 14, 2026
Who’s been your Man of the Match? pic.twitter.com/32CTLpuA16