Belive

ესპანეთის სასამართლომ არდა თურანი 671 108 დოლარით დააჯარიმა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის სასამართლომ ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი არდა თურანი 671 108 დოლარით დააჯარიმა. ბარსელონას სასამართლომ ყოფილ ფეხბურთელს 2015 და 2016 წლებში ესპანეთის შემოსავლების გადასახადებისგან თავის არიდების გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თურანს პატიმრობა არ დაემუქრებოდა იმ პირობით, რომ არ ჩაიდენდა დანაშაულს ორი წლის განმავლობაში და გადაიხდიდა 617,773 ევროს ჯარიმის სახით.

პროკურატურამ არდა 2021 წელს 800 000 ევროზე მეტის თაღლითობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ თურქი ფეხბურთელის ბარსელონას ყოფილ თანაგუნდელებს, ნეიმარს და ლეო მესის ასევე ედებოდათ ბრალი გადასახადებისგან თავის არიდებაში.