ესპანეთის თასის (Copa del Rey) 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში, მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" მეტოქეების ვინაობა გახდა ცნობილი.
Copa del Rey-ის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 31 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 5 ნოემბერს შედგება.
"რეალი" ესპანეთის სეგუნდა ბ დივიზიონის მე-4 ქვეჯგუფში მოასპარეზე "მელილას" დაუპირისპირდება. "ბარსელონა" სეგუნდა ბ დივიზიონის 1 ქვეჯგუფის ბინადარი, "ლეონესას" დაბრკოლების გადალახვას შეეცდება.