Belive

ეშლი კოული პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეშლი კოული პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ინგლისელი ფეხბურთელი 22-ე მოთამაშე გახდა, რომელიც ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის დიდების დარბაზის წევრად დასახელდა.

"ჩელსისა" და "არსენალის" ყოფილ მცველს ეშლი კოულს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, მარცხენა მცველმა პრემიერ ლიგის სამი ტიტული მოიგო, იყო ასევე იმ ლეგენდარული "არსენალის" გუნდის წევრი, რომელმაც სეზონი წაუგებლად დაასრულა (2003/04). ვეტერანი ფეხბურთელი დიდების დარბაზში უერთდება "არსენალის" ლეგენდებს ტონი ადამსს, დენის ბერგკამპს, სოლ კემპბელს, პატრიკ ვიეირას და ტიერი ანრის, "ჩელსიდან" კი პეტრ ჩეხს, დიდიე დროგბას და ფრენკ ლამპარდს.