"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი დღე იყო" - იოზუა კიმიხი
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა იოზუა კიმიხმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა:
"ეს ჩემს კარიერაში ყველაზე საშინელი დღე იყო. თავი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდეთ. ეს წარუმატებლობა მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი ჩემთანაა კავშირში. მე ნაკრებს 2016 წელს შემოვუერთდი და არ მინდა, რომ წარუმატებლობასთან ვასოცირდებოდე."
Joshua Kimmich: "This was the worst day of my career. I'm afraid I'll fall into a hole. It makes you think that these failures are connected to my person", told @Sport1. 🇩🇪 #Qatar2022
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 2, 2022
"I joined in 2016, so being associated with failure is not something you want to stand for". pic.twitter.com/iGqzJdEnWh
საინტერესო იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ იმედგაცრუების მიუხედავად, სახლში გამარჯვებულები ბრუნდებიან.
გერმანიის ნაკრები, კოსტა რიკასთან გამარჯვების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფს მიღმა დარჩა.
E-ჯგუფში პირველი ადგილი 6 ქულით იაპონიამ დაიკავა, მეორე პოზიციაზე ესპანეთი გავიდა (4 ქულა), მესამეზე – გერმანია (4 ქულა), მეოთხეზე კი – კოსტა რიკა (3 ქულა).