Belive

ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც საფეხბურთო ნაკრები არ ჰყავს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარშალის კუნძულები ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელსაც ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არ ჰყავს, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ეს რეალობა მალე შეიცვლება.

ვულკანური კუნძულების ჯგუფისგან შემდგარი ქვეყნის ოკუპაცია, მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-მ მოახდინა, 1986 წელს, კი მარშალის კუნძულებმა დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. მარშალის კუნძულების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შექმნის შემდეგ, FIFA-ს წევრის სტატუსს მიიღებენ და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს შეძლებენ.

კუნძულებზე ფეხბურთის განვითარებას, ინგლისელი ლოიდ ოუერსი კურირებს, რომელიც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა. BBC-სთან საუბარში, ოუერსმა აღნიშნა, რომ სწორი მენეჯმენტის პირობებში, 10 წელში მარშალის კუნძულებს ძლიერი საფეხბურთო ნაკრები ეყოლება.

ვიცით, რომ გვინდა გლობალური ფეხბურთის ნაწილი გავხდეთ. გვსურს მივიღოთ, FIFA-ს წევრობა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშოთ. ვფიქრობ, თუ შევძლებთ იმ დასახული მიზნების განხორციელებასა და განვაგრძობთ პროგრესს, 10 წელში ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. - ლოიდ ოუერსი.