ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
3 წლის წინ
ფეხბურთი
4 წთ

მეთერთმეტე ტურის შედეგები
"თელავი" - "ლოკომოტივი" 2:2 "დილა" - "სამტრედია" 1:1 "საბურთალო" - "სამგურალი" 2:0 "შუქურა" - "დინამო ბათუმი" 1:8 "დინამო თბილისი" - "ტორპედო" 1:0
სატურნირო მდგომარეობა მეთერთმეტე ტურის შემდეგ
11 სათამაშო კვირის შემდეგ, ცხრილში კვლავინდებურად "დინამო თბილისი" ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარ, მოსახელე ბათუმურ კლუბს სამი ქულით უსწრებს. სამეულში გორის "დილა" "საბურთალომ" ჩაანაცვლა, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და შიდაქართლურ მეტოქეს მინიმალური უპირატესობით გადაასწრო. რაც შეეხება ქვედა ნაწილს, აქ "სამტრედიამ" მცირე პროგრესი განიცადა და ბოლო ადგილიდან მერვე პოზიციაზე აიწია. ეს მაშინ, როცა "თელავი" მეცხრე საფეხურზე, ხოლო "ტორპედო" ცხრილის ფსკერზე დაქვეითდა.
სტატისტიკა
მეთერთმეტე ტურის შემდეგ, გათამაშებას საკმაოდ უცნაური ბომბარდირი მოევლინა. იური ტაბატაძემ, რომელიც წინა სეზონებში "საბურთალოში" ნახევარმცველის უშუალო მოვალეობებს უფრო ასრულებდა, მიმდინარე სეზონში შეტევითი არსენალიც ფართოდ გამოავლინა და 6 შეგდებული ბურთით საუკეთესო მეგოლეთა ნუსხას თაოსნობს. საუკეთესო ასისტენტთა შორის ერთპიროვნულად გამოიკვეთა ჯამბულ ჯიღაური, რომელმაც 4 საგოლე გადაცემა დააგროვა, ხოლო ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარის ავტორად "საბურთალოს" მეკარე, ოთო გოშაძე მოგვევლინა.
მეთერთმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.
მეკარე: ბექა ქურდაძე (“სამტრედია”). მცველები: ვიქტორ მონხილი (“დინამო თბილისი), ზურაბ ერაძე (“სამტრედია”), გიორგი ლაცაბიძე (“საბურთალო“). ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე ("დილა"), ლუკა გაგნიძე ("დინამო თბილისი"), ჯაბა ჯიღაური, ლუკაშ გროცურეკი (ორივე “დინამო ბათუმი”), დიმიტრი მანდრიჩენკო ("საბურთალო"). თავდამსხმელები: ულად-ომარ იმრანი ("ლოკომოტივი"), გიორგი ფანცულაია ("დინამო ბათუმი"). მწვრთნელი: გია გეგუჩაძე (“დინამო ბათუმი”). განლაგება: 3-5-2.
- ვიქტორ მონხილი
- დიმიტრი მანდრიჩენკო
- ბექა ქურდაძე
- ზურაბ ერაძე
- ლუკაშ გროცურეკი
- ლუკა გაგნიძე
- წყალტუბოს სამგურალი
- ულად-ომარ იმრანი
- გიორგი ფანცულაია
- გიორგი ლაცაბიძე
- ნიკა გაგნიძე
- ქობულეთის შუქურა
- გია გეგუჩაძე
- ქუთაისის ტორპედო
- დინამო ბათუმი
- ქართული ფეხბურთი
- ჯაბა ჯიღაური
- საქართველოს ჩემპიონატი
- თელავი
- ლოკომოტივი
- საბურთალო
- დინამო თბილისი
- ეროვნული ლიგა
- სამტრედია
- გორის დილა