Belive

ეროვნული ლიგა: X ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ეროვნული ლიგის მეათე ტური ამ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. იგი 12 აგვისტოს დაიწყო და 19-ში დასრულდა. სრულ ერთ კვირას გაგრძელებულ ტურში, გულშემატკივარს თითო დღეს თითო მატჩის ხილვის შესაძლებლობა მიეცა. სათამაშო კვირა კახეთის ცენტრში, ადგილობრივი "თელავისა" და მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისის" უგოლო ფრით დაიწყო და გორში, "დილასა" და "ტორპედოს" მატჩით დასრულდა, რომელშიც მასპინძლებმა - 3:1 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ X ტურში 17 გოლი გავიდა, რაც სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ეს კი მეტწილად, მთლიანად ეროვნული ლიგის არსებობის სამწელიწადნახევრიან ისტორიაში ჩატარებული ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრის დამსახურებაა. საუბარი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შემდგარ მატჩს ეხება, სადაც "საბურთალომ" "ჩიხურას" - 8:2 სძლია. მეათე ტურის შედეგები: "თელავი" - "დინამო თბილისი" 0:0 "მერანი"- "დინამო ბათუმი" 1:2 "ჩიხურა"- "საბურთალო" 2:8 "სამტრედია"- "ლოკომოტივი" 0:0 "დილა"- "ტორპედო" 3:1 მეათე ტურში გასული 17 გოლიდან, Live.ge-ს ვერსიით სამ საუკეთესოს წარმოგიდგენთ. 3. ელვინ ტერა ("საბურთალო") VS "ჩიხურა" 2. გიორგი ნიქაბაძე ("დინამო ბათუმი") VS "მერანი" 1. ჯეროენ ლუმუ ("საბურთალო") VS "ჩიხურა

To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser that supports HTML5 video

  ეროვნული ლიგა: I წრის TOP 5 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო) ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის TOP 5 გოლი (ვიდეო)

სხვა სტატიები