საქართველოს ეროვნულ ლიგას 5 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს. გორის "დილამ" ზედიზედ მეორე გამარჯვების შემდეგ (შინ, "მერანთან" 4:0) 11 ქულა მოაგროვა და პირველი პოზიცია ერთპიროვნულად დაიბევა.
ეს იმის დამსახურებაც გახლდათ, რომ ქუთაისში, "რამაზ შენგელიაზე", ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა, "დინამო თბილისმა" 3 ქულა მიჯრით მესამედ ვეღარ მოიპოვა და მეორე ადგილზე ჩამოიწია.
ტურის ბოლო მატჩის მსგავსად, გოლი არც პირველში გასულა. ეს შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და აქ ერთმანეთს "სამტრედია" და "ჩიხურა" შეხვდნენ.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი თბილისში შედგა - "მიხეილ მესხი 2-ზე", ბათუმის "დინამომ" სეზონის პირველი შეხვედრა მოიგო და ცუდ დღეში მყოფ "ლოკომოტივს" - 4:1 აჯობა.
თავისმხრივ, სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა "საბურთალომაც", რომელმაც "თელავს" ერთადერთი გოლი 11-მეტრაინის ნიშნულიდან გაუტანა.
მეხუთე ტურის შედეგები:
"სამტრედია" - "ჩიხურა" 0:0
"ლოკომოტივი" - "დინამო ბ." 1:4
"საბურთალო" - "თელავი" 1:0
"ტორპედო" - "დინამო თ." 0:0
სატურნირო ცხრილი მეხუთე ტურის შემდეგ: მეხუთე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს. მეკარე: კონსტანტინე სეფიაშვილი ("სამტრედია").
მცველები: ლევან გეგეჭკორი (ბათუმის "დინამო"), ლაშა კასრაძე ("ტორპედო"), კაბა სამბუ ("სამტრედია"), გურამ გიორბელიძე ("დილა").
ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური (ბათუმის "დინამო"), ნიკა გაგნიძე ("დილა"), სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ორივე "საბურთალო").
თავდამსხმელები: მიკოლა კოვტალიუკი ("დილა"), ჯოვინოფლამარიონი (ბათუმის "დინამო").
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.