ერიკ ტენ ჰაგი: "საპანიკო არაფერი ხდება"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სეზონის შემაშფოთებელი დასაწყისის მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მხარს უჭერს მთავარ მწვრთნელს და ჯერ-ჯერობით მის გაშვებაზე არ ფიქრობს. 1 კვირის განმავლობაში "პორტუსთან" და "ასტონ ვილასთან" გასამართი შეხვედრები ბევრ რამეს გადაწყვეტს, შემდეგ სანაკრებო პაუზაა და წარუმატებელი თამაშების შემთხვევაში, შესაძლოა, ტენ ჰაგი გათავისუფლებას ვეღარ გადაურჩეს.
არაფერია მარტივად გასაკეთებელი - ამ სიტუაციაში მე საპანიკოს ვერაფერს ვხედავ. გუნდს შეუძლია გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. ზაფხულში მფლობელებთან და ხელმძღვანელობასთან ერთად საერთო მიზანი დავისახეთ.
ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სტრატეგია გარდამავალ პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანა იქნებოდა.
მათ ასევე იციან, რომ ჩემი ბოლო 6 სეზონის განმავლობაში, სეზონის ბოლოს ყოველთვის ვიგებ რაიმე ტიტულს, ეს ისაა, რისკენაც მანჩესტერი მიმყავს. - განაცხადა ტენ ჰაგმა sky sports-თან ინტერვიუში
ტენ ჰაგის პირველ სეზონში მანჩესტერმა კარაბაოს თასი მოიგო, შემდეგ კი FA თასსაც დაეუფლა, თუმცა ჩემპიონატში ცუდი შედეგების გამო გულშემატკივრებს ეს მიღწევები არ აკმაყოფილებთ. უკანასკნელ ტურში მანჩესტერი ოლდ ტრაფორდზე "ტოტენჰემთან" განადგურდა (0:3). ამ მომენტისთვის "ეშმაკებს" 7 ქულა აქვთ და ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ადგილზე იმყოფებიან.