ენცო ფერნანდესის აგენტი: "ვერ გავიგეთ რატომ დაგვსაჯა ჩელსიმ"
ცნობილია, რომ ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა, გუნდიდან 2 ოფიციალური მატჩით მოკვეთა კაპიტანი, ენცო ფერნანდესი. ეს ფეხბურთელის ინტერვიუს უუკავშირდება, სადაც ის თითქოს რეალში გადასვლის სურვილზე საუბრობს. პრესკონფერენციაზე, ჩელსის მწვრთნელმა განაცხადა, რომ ენცომ წითელი ხაზები გადაკვეთა, თუმცა მის მოსაზრებას არ იზიარებს ფერნანდესის აგენტი, ხავიერ პასტორე, რომელიც ფიქრობს, რომ ჩელსიმ აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო.
ვერ გავიგეთ რატომ დაგვსაჯა ჩელსიმ, რადგან ენცო არ ახსენებს არცერთ კლუბს და არ ამბობს, რომ ჩელსიდან წასვლა სურს. ის მხოლოდ მადრიდს, ქალაქს ახსენებს, რადგან ჰკითხეს, რომელ ევროპულ ქალაქში სურდა ერთ დღეს ცხოვრება და მან მადრიდი თქვა - ენის გამო... არცერთ მომენტში არ ამბობს, რომ ჩელსიდან ან ლონდონიდან წასვლა სურს.
ის არავის მიმართ არ იჩენს უპატივცემულობას... სასჯელი სრულიად უსამართლოა - ფეხბურთელს ორი მატჩით აეკრძალა თამაში, რაც აბსოლუტურად გადამწყვეტია ჩელსისთვის, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სასწორზეა და ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა.
სასჯელი ძალიან მკაცრი და სრულიად უსაფუძვლოა. - განაცხადა ხავიერ პასტორემ
"We don't understand the punishment" 😤
— Sky Sports News (@SkySportsNews) April 3, 2026
Enzo Fernandez's agent Javier Pastore has criticised Chelsea for their punishment, insisting the midfielder only mentioned Madrid as a place to live and confirms talk about his future will take place after the World Cup 💬 pic.twitter.com/1HGzQnRyJA
ენცო ფერნანდესი ჩელსის ასოციაციის თასზე ვერ დაეხმარება, ხოლო მეორე მატჩს პრემიერ ლიგაში, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამოტოვებს.
ყველაფრის მიუხედავად, ფართოდაა ცნობილი, რომ 'სამეფო კლუბი' არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს, ენცოს აგენტი კი ცლსახად ამბობს იმასაც, რომ ფერნანდესი ჩელსიში ხელფასის მომატებას იმსახურებს.