ენდი ქეროლი ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონის გუნდში გადავიდა
ინგლისელი ფეხბურთელი ენდი ქეროლი კარიერას ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონის გუნდში, დაგენჰემი & რედბრიჯში ჩაირიცხა. 36 წლის ვეტერანმა ფორვარდმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბოლოს ენდი ბორდოში ასპარეზობდა, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო მე-4 ლიგაში თამაშობდა, ის ფრანგულ გუნდში თამაშისას მინიმალურ ანაზღაურებას იღებდა, ბორდომ 1 წლის განმავლობაში ქეროლს 42 ათასი ევრო გადაუხადა.
ინგლისელ ფეხბურთელს ადრეულ წლებში შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა: ნიუკასლი, პრესტონი, ლივერპული, ვესტ ჰემი, რედინგი, ვესტ ბრომვიჩი, ამიენი, ბორდო და ბოლოს დაგენჰემი & რედბრიჯი.
ენდი ქეროლის ყველაზე მაღალი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევრო გახლდათ, 2013 წელს ვესტ ჰემმა მის სანაცვლოდ ლივერპულს 17.50 მილიონი ევრო გადაუხადა. სულ კარიერაში მას 369 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და გაიტანა 98 გოლი, გააკეთა 53 საგოლე გადაცემა.
Andy Carroll joins Dagenham & Redbridge as both player and part-owner, bringing Premier League pedigree, local ties, and boardroom ambition.
— Dagenham & Redbridge (@Dag_RedFC) July 14, 2025
“I’ve been through it all… so I feel what everyone needs, wants and expects.”
Welcome to a new chapter. pic.twitter.com/6EsBZnmi7I