Belive

"ემპოლის ახალი კედელი - ეს საბა გოგლიჩიძეა" - იტალიური მედია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფანტასტიკური ფეხბურთი, "ემპოლის" ახალი კედელი: ეს საბა გოგლიჩიძეა, იტალიური საფეხბურთო გვერდი Mundoprimavera, რომელიც ახალი თაობის ფეხბურთელებზე წერს, საბა გოგლიჩიძეს სტატია მიუძღვნა:

რობერტო დ'ავერსას "ემპოლი", როგორც ჩანს, სერია A-ში გაჩერებას არ აპირებს. 5 ტურის შემდეგ მათ უკვე 9 ქულა აქვთ, 2 მოგება, 3 ფრე მარცხის გარეშე. ისეთი პატარა გუნდისთვის, როგორიც "ემპოლია" ეს ნამდვილად შესაშური სტარტია. ბოლო მატჩი მათ "კალიარიასთან" ითამაშეს და კოლომბოსა და ესპოსიტოს გოლებით 0:2 მოიგეს. დ'ავერსას გუნდს ყველა პოზიციაზე ახალგაზრდები ჰყავს.

ამ გუნდის სიძლიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ ძლიერი დაცვაა, ცენტრში ისმაილი, რომელიც სეზონის სტარტზე შესანიშნავად თამაშობს. მაგრამ მის გარდა ვიტიც (მატია) კარგად ასპარეზობს, ისევე როგორც 2004 წელს დაბადებული საბა გოგლიჩიძე, ის დ'ავერსას ძირითადი გუნდის ფეხბურთელი გახდა და გასაოცრად თამაშობს.

ვინ არის საბა გოგლიჩიძე

2004 წლის 25 ივნისს საქართველოში დაბადებული გოგლიჩიძე ცენტრალური მცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. მისი მშობლიური ქალაქი ქუთაისია, ისევე როგორც კლუბი, სადაც ის გაიზარდა. "ემპოლიმ" ის იყიდა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე სულ რაღაც 500 ათას ევროდ და ახლა სერია A-ში მისი თამაშით ტკბება. მისი დებიუტი უმაღლეს ლიგაში მესამე ტურში "ბოლონიასთან" დალ'არა-ზე თარიღდება.

პირველ ორ ტურში "მონცასა" და "რომას" წინააღმდეგ საბა დ'ავერსამ სათადარიგო სკამზე გაამწესა. ამ მატჩის შემდეგ გოგლიჩიძემ ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიწყო და ყოველ თამაშში მოედანზე 90 წუთს ატარებს, ეჭვგარეშეა რომ რობერტო დ'ავერსას ტაქტიკურ მონახაზში 3-4-2-1-ში ის სასტარტო მცველი გახდა.

"ბოლონიასთან" მატჩის შემდეგ მწვრთნელს არ სურდა ახალგაზრდა ქართველი მცველის დაცვიდან ჩამოშორება, ჩვენმა გვერდმა, Fantacalcio-მა კი მისი თამაში "კალიარის" წინააღმდეგ იწინასწარმეტყველა. ჩვენ გავრისკეთ, მაგრამ საბოლოოდ სწორად გამოვიცანით, რადგან ეს შეთავაზება ჩვენი მხრიდანაც იყო. შემდეგ მატჩში ის ილდიზის და ვლაჰოვიჩის დუეტს დაუპირისპირდა ("იუვენტუსთან"), გუნდმა კი, რომელმაც ფეხბურთელზე იმედები დაამყარა სრულად გაამართლა. - Mondoprimavera

სხვა სტატიები