Belive

ემილიანო სალასთან დაკავშირებული ამბის გამო სადიციპლინო კომიტეტმა ნანტი დასაჯა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო კომიტეტმა "ნანტი" 21.000 ევროს ოდენობის თანხით დააჯარიმა. "ნანტის" შეხვედრის დროს, ფრანგული გუნდის გულშემატკივრებმა ემილიანო სალას ბანერი გადმოფინეს და პიროტექნიკა გამოიყენეს. "ნანტი" სწორედ გამოყენებული პიროტექნიკის გამო დაისაჯა. აღსანიშნავია რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მსგავსი ქმედებისათვის "ნანტი" 30 იანვარსაც დააჯარიმა. სწორედ ამ დღეს "ნანტმა" ემილიანო სალას გაუჩინარების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა.

სხვა სტატიები