ემილიანო მარტინესმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მაგრამ არ გააძევეს
კონფერენს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის დასკვნითი მატჩი "ლილსა" და "ასტონ ვილას" შორის დაძაბული გამოდგა. ფრანგულ გუნდს მინიმუმ 1 ბურთიანი გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდა, რომ შეხვედრა დამატებით დროში გადაეყვანა, რაც შეძლო და 2:1 მოიგო. გამარჯვებულის ვინაობა არც ექსტრა ტაიმებში გაირკვა. პენალტების სერია კი მოულოდნელობით აღსავსე იყო, რადგან მსგავსი შემთხვევა იშვიათობაა.
მოკლედ, სიტუაცია ასე წარიმართა, "ასტონ ვილას" მეკარემ ემილიანო მარტინესმა პენალტების სერიაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ მსაჯმა არ გააძევა, ამ ეპიზოდზე როგორც კომენტატორები ასევე სრულიად ინტერნეტსივრცე გაურკვევლობამ მოიცვა. წესი კი ასეთია: პენალტების სერიამდე მიღებული ყველა ყვითელი ბარათი უქმდება, ამგვარად ფეხურთელები თერთმეტმეტრიანების ჩატარებას უბარათოდ აგრძელებენ.
საბოლოოდ შეხვედრა სწორედ ემილიანო მარტინესის გმირობით დასრულდა, "ასტონ ვილამ" პენალტების სერიაში 3:4 გაიმარჯვა და ინგლისური გუნდი 1/2 ფინალურ ეტაპზე გავიდა.