ელანგა ვერ მიხვდა, რომ მისი ნაკრები ჯგუფიდან გავიდა
მსოფლიო ჩემპიონატის ახალი ფორმატი მოთამაშეებისთვისაც კი ძალიან რთული აღმოჩნდა გასაგებად.
ენტონი ელანგა იმედგაცრუებული იყო, როდესაც შვედეთსა და იაპონიას შორის მატჩის ბოლო სასტვენი გაისმა. მისი იმედგაცრუება აშკარა იყო, რროცა ის მინდორზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ელანგას ბრწყინვალე გოლმა, შვედეთს იაპონიასთან ფრე (1:1) მოუტანა, მაგრამ მან ვერ გააცნობიერა, რომ ერთი ქულა საკმარისი იყო მისი ერის პლეი-ოფში გასასვლელად.
ის ფიქრობდა, რომ 1/16-ფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ წილისყრამ რეალურად უზრუნველყო, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისინი ერთ-ერთ საუკეთესო მესამეადგილოსან გუნდად იქცნენ.
გამოჩნდა, რომ მისთვის არ იყო ნათელი თუ რა ხდებოდა - ყველა ბედნიერი იყო მის გარდა. მაინც ძალიან მიყვარს (იუმორით) - განაცხადა შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა გრემ პოტერმა
🗣️ "I love him at the moment... but dear me."
— Sky Sports News (@SkySportsNews) June 26, 2026
Sweden head coach Graham Potter addresses Anthony Elanga's apparent confusion over what his team needed to do to reach the World Cup knockout stages as the 24-year-old slumped to the floor at full-time 😅 pic.twitter.com/ExomLrY7Fj