Belive

El Chiringuito - ბარსელონას ფანების მიერ მესის გვარის სკანდირება გუნდის ხელმძღვანელობის ორგანიზებული იყო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონასა'' და ,,რეალს'' შორის ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩის მე-10 წუთზე კატალონიური გუნდის გულშემატკივრებმა ლეო მესის გვარის სკანდირება დაიწყეს.

El Chiringuito-სა და Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, მარსალ ლორენტეს ინფორმაციით, ამ ყველაფერს ორგანიზება ,,ბარსელონას'' ხელმძღვანელობამ გაუწია.

არაერთი წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და, დიდი ალბათობით, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. ბოლო დროს მისი კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების შესახებ კი სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 18 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები