Belive

ეკვადორში ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მოკლეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ეკვადორის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარიო პინეიდა, რომელიც 2016 წლიდან ეკვადორულ ბარსელონაში თამაშობდა, ქალაქ გუაიაკილში მაღაზიასთან მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა.

,,ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი ფეხბურთელის, მარიო პინეიდას გარდაცვალების შესახებ, რომელიც თავდასხმას ემსხვერპლა.'' - წერია ბარსელონას განცხადებაში

ეკვადორული მედიის ცნობით, ბოროტმოქმედების თავდასხმას პინეიდას მეუღლეც ემსხვერპლა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ფეხბუთელის ნათესავებმა უარყვეს. ასევე, დასტურდება, რომ ინციდენტისას ფეხბურთელის დედა დაიჭრა. პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მკვლელობის მოტივის შესახებ კი ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

პინეიდას ეკვადორის ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი აქვს ჩატარებული (2015 წლიდან 2021 წლამდე). 33 წლის მცველს კარიერის განმავლობაში ინდეპენდიენტეში (ეკვადორი), ფლუმინენსესა და ნასიონალში (ეკვადორი) უთამაშია.