Belive

ეკვადორი 1:1 ბრაზილია - კარატეს მასტერკლასი ეკვადორელი მეკარის შესრულებით

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ეკვადორი ბრაზილიას დაუპირისპირდა. ეკვადორში გამართული დაძაბული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. კაზემირომ სტუმართა დაწინაურება პირველი ტაიმის საწყის წუთებზე შეძლო, თუმცა ფელიქს ტორესმა წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. გატანილი ორი გოლი "ესტადიო როდრიგო პაზ დელგადოზე" გამართული დრამის მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან 2 ფეხბურთელი გააძევა და მოთამაშეებს 8 ყვითელი ბარათი უჩვენა. არბიტრმა ბრაზილიის კარში ორჯერ დანიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ ორივე პენალტი გაუქმდა და ალისონი გაძევებას გადაურჩა. გაძევებას ვერ გადაურჩა ალისონის ეკვადორელი ვიზავი - ალექსანდერ დომინგესი, რომელმაც ბურთზე ბრძოლის დროს, ფეხბურთზე მეტად კარატის უნარები წარმოაჩინა. მე-15 წუთზე, ეკვადორელმა კიპერმა მატეუს კუნიას კარატის მასტერკლასი ჩაუტარა.

საკმაოდ უხეში დარღვევის გამო, მთავარმა არბიტრმა ალექსანდერ დომინგესი მოედნიდან გააძევა. საბედნიეროდ, კუნიამ თამაშის გაგრძელება შეძლო, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოში ნათლად ჩანს, რომ იგი მძიმე ტრავმას გადაურჩა. ეკვადორელი კიპერის გაძევებიდან ზუსტად 5 წუთში, ემერსონ როიალმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩის მე-20 წუთისათვის ეკვადორი და ბრაზილია მოედანზე 10-10 ფეხბურთელის ამარა დარჩნენ. გაძევებასთან ახლოს ალისონიც ორჯერ აღმოჩნდა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ბრაზილიელი კიპერი ორივე შემთხვევაში VAR-მა იხსნა.

სხვა სტატიები